“პარი სერ ჟერმენის” ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედური გაზეთის, Dagens Nyheter-ის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ შვედეთის ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენი თვითონაა.
ხსნებულმა გამოცემამ, შვედეთის ყველა დროის საუკეთესო სპორტმენად ლეგენდარული ჩოგბურთელი ბიორნ ბორგი დაასახელა, ხოლო ზლატანი მე-2 ადგილს დასჯერდა.
“მოლოცვისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ მე-2 ადგილი ბოლოს არაფრით სჯობს.
კონკურენტებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ ჩამონათვალში პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ადგილს მე უნდა ვიკავებდე.” – აცხადებს იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც, კარიერის განმავლობაში, 7 კლუბში უთამაშია და 23 ტიტული მოუგია.