AFP-ს ინფორმაციით, ევროპის ფებურთის მმართველმა ორგანომ, უეფამ ევროპის ოთხი კლუბი სახელფასო დავალიანებების გამო მკაცრად დასაჯა. ერთ-ერთი კლუბი რუმინული “კლუჟია”, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჭანტურიაც ირიცხებოდა. “კლუჟის” გარდა აღნიშნულ ოთხეულში რუმინული “ასტრა”, თურქული “ბურსასფორი” და ლიტვური “ეკრანასიც” მოხვდნენ.
“ბურსასფორი” 100 000 ევროთი დააჯარიმეს და ევროთასებზე მონაწილეობა 2019 წლის ჩათვლით აუკრძალეს. თუ თურქული კლუბი სიტუაციას 2015 წლის იანვრის ბოლომდე გამოასწორებს, ჯარიმა განახევრდება.
რუმინული კლუბები ევროთასებზე მონაწილეობას 2018 წლის ჩათვლით ვერ მიიღებენ და თუ დავალიანების გასტუმრება 2015 წლის თებერვლამდე მოხერხდება დისკვალიფიკაცია მოეხნებათ. “კლუჟი” 150 000 ევროთი დააჯარიმეს, ხოლო “ასტრა” – 100 000-ით.
ლიტვურ გუნდს ევროთასებზე მონაწილეობა მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში აეკრძალა და ჯარიმის სახით 15 000 ევროს გადახდა მოუწევს.