კალათბურთი

15:06 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვირის მოთამაშეებად ოლდრიჯი და ჰორფორდი დაასახელეს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად “ატლანტა ჰოუქსის” ცენტრი ალ ჰორფორდი და “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის” ფორვარდი ლამარკუს ოლდრიჯი აღიარეს.

ჯორჯიელებმა კვირის სამივე მატჩი მოიგეს – “ჩიკაგოსთან”, “კლივლენდთან” და “ჰიუსტონთან”, მათი ლიდერი კი საშუალოდ 18.3 ქულას, 6.7 მოხსნას, 5.0 პასს და 1.6 დაფარებას აგროვებდა.

პორტლენდელებმა ოთხივე თამაში გამარჯვებით დაასრულეს, თანაც, ორჯერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი “სან ანტონიო სპურზი” დაამარცხეს. ოლდრიჯის საშუალო მონაგარი 26.3 ქულა, 14.3 მოხსნა და 2.2 ჩაჭრა იყო. ისიც ვთქვათ, რომ ლამარკუსმა ყველა მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა.

კვირის მოთამაშეობაზე პრეტენზიას კელი ოლინიკი (“ბოსტონი”), ჯიმი ბატლერი (“ჩიკაგო”), ლებრონ ჯეიმსი (“კლივლენდი”), მონტა ელისი (“დალასი”), ბლეიკ გრიფინი (“კლიპერსი”), დეანდრე ჯორდანი (“კლიპერსი”), ენტონი დევისი (“ნიუ ორლეანი”), დემიან ლილარდი (“პორტლენდი”) და კაილ ლოურიც (“ტორონტო”) აცხადებდნენ.

0.113203