თბილისის “დინამოს” ყოფილმა მცველმა გიორგი მჭედლიშვილმა შესაძლოა კარიერა ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელოს.
ყოველ შემთხვევაში, “მსოფლიო სპორტის” ინფორმაციით, ქუთაისელთა ახალ მთავარ მწვრთნელს გიორგი დარასელიას 22 წლის განაპირა მცველის თავის გუნდში ხილვა სურს.
მჭედლიშვილი “დინამოში” ზაფხულში “ვიტ ჯორჯიადან” გადავიდა და 6 მატჩი ჩაატარა. აქვე გეტყვით, რომ მისმა ძმამ ლაშა მჭედლიშვილმა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე რუსთავის “მეტალურგში” ჩაატარა.