ფეხბურთი

14:15 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონი: “კერიკი პრემიერლიგის საუკეთესო ნახევარმცველია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი და “წითელი ეშმაკების” ვიცე-კაპიტანი მაიკლ კერიკი შეაქო და ფეხბურთელი პრემიერლიგის საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველად მიიჩნია.

“ვფიქრობ, კერიკი პრემიერლიგის საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველია. არ ვიცი, ლუის ვან გაალი როგორ მოახერხებს ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელებით შედეგის მიღწევას, მაგრამ როცა კერიკმა ტრავმა მოიშუშა და დაბრუნდა, “მანჩესტერმა” შედეგს მიაღწია. ვან გაალმა - დიდებულმა მწვრთნელმა მისი შესაძლებლობა ბოლომდე გამოიყენა”, - განაცხადა შოტლანდიელმა.

მიმდინარე სეზონში კერიკმა პრემიერლიგის პირველი 7 მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. პრემიერლიგაში ინგლისელმა სულ 8 მატჩი ჩაატარა და მანჩესტერელთა ზედიზედ 6 მოგებულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა.

0.111692