ფეხბურთი

13:16 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ფრაიბურგმა” ნორვეგიის ნაკრების 19 წლის ფეხბურთელი დაიმატა

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე უელსის “კარდიფის” ნახევარმცველი მატს დელი კარიერას “ფრაიბურგში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ჯერჯერობით ტრანსფერის დეტალები “ფრაიბურგს” არ გაუვრცელებია. transfermarket-ის ინფორმაციით კი ნახევარმცველის ტრანსფერი 2.5 მილიონ ევროდ განხორციელდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს უელსელებთან კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აკავშირებდა, დელის სატრანსფერო ღირებულება კი 1.5 მილიონ ევროს შეადგენს.

მატს მიოლერ დელიმ კარიერა ნორვეგიული სტაბეკის 19-წლამდელთა რიგებში დაიწყო. შემდეგ ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედის” 18-წლამდელთა რიგებშიც ჩაირიცხა და “წითელი ეშმაკების” 21-წლამდელებშიც უთამაშია.

2013 წელს დელიმ პროფესიული კონტრაქტი ნორვეგიის “მიოლდესთან” გააფორმა. 2014 წლის იანვარში კი უელსურ კლუბს შეუერთდა. “კარდიფის” შემადგენლობაში ახალგაზრდა ნორვეგიელმა ჯამში 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ეროვნული ნაკრების რიგებში დელი 2013 წლის 15 ნოემბერს დანიის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში გამოჩნდა. სულ კი ნორვეგიის ნაკრების მაისურით 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა.

0.112522