ფეხბურთი

9:34 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” უპირატესობა შეინარჩუნა

პრემიერლიგის მე-17 ტურის დასკვნითი შეხვედრა “ბრიტანია სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ”სტოკ სიტიმ” გათამაშების ლიდერი ლონდონის “ჩელსი” მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

შეხვედრა სტუმართათვის დიდებულად დაიწყო და მე-2 წუთზე ფაბრეგასის მიერ ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ ჯონ ტერიმ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. მასპინძლები მე-21 წუთზე ახლოს იყვნენ გოლის გატანასთან, ნ’ზონზის შორეული დარტყმული ტერის მოხვდა, მაგრამ კურტუამ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. 10 წუთში უკვე “ჩელსის” შეეძლო მეორე ბურთის გატანა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა დიეგო კოშტამ კარს ააცილა.

მეორე ნახევარში პირველი სახიფათო მომენტი ვილიანს ჰქონდა, მაგრამ ბეგოვიჩმა კარგად ითამაშა. 70-ე წუთზე უკვე ჩარლი ადამი დაემუქრა კურტუას კარს, მაგრამ ოდნავ უმტყუნა მიზანმა. შეხვედრის ბედი 78-ე წუთზე გადაწყდა, ედენ აზარის გადაცემა სესკ ფაბრეგასმა გამოეყენა და საგოლე გადაცემას, გოლიც დაუმატა. დარჩენილ დროში დიეგო კოშტას კიდევ ერთი 100%-იანი მომენტი შეექმნა, მაგრამ ამჯერად ბეგოვიჩს ვერ აჯობა – 0:2. “ჩელსი” 42 ქულით პირველ ადგილზეა და “მანჩესტერ სიტის” კვლავ 3 ქულით უსწრებს.

სტოკი – ჩელსი 0:2 (0:1)


სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, შოუკროსი, მუნიესა, პიტერსი, ბერდსლი, ნ’ზონზი, კამერონი (ადამი 68), არნაუტოვიჩი (ასაიდი 82), კრკიჩი, უოლტერსი, კრაუჩი (დიუფი 63).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, მიკელი, მატიჩი, აზარი (ზუმა 93), ფაბრეგასი, ვილიანი (შურლე 80), კოშტა (დროგბა 85).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 ტერი (2), 0:2 ფაბრეგასი (78).
გაფრთხილებები: ბერდსლი, პიტერსი, უოლტერსი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 13(2)-15(6), ჯარიმა: 11-4, კუთხური: 6-5, თამაშგარე: 1-2, სეივი: 4-2

ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 14. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 12. ოსტინი (ქპრ) - 11. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 9. ბონი ("სუონსი") - 8.

0.158384