ფეხბურთი

18:47 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

თარხნიშვილი “შერიფის” გენერალური დირექტორია

ვაჟა თარხნიშვილის მოლდოვის ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბის ტირასპოლის “შერიფის” გენერალურ დირექტორად დანიშნეს.

აქამდე, 43 წლის ქართველი ტირსპოლელთა სპორტული დირექტორი იყო, ხოლო ახლა გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

თარხნიშვილი “შერიფში” 1999-2012 წლებში გამოდიოდა და გუნდის კაპიტნის რანგში 11-ჯერ მოლდოვის ჩემპიონატი მოიგო, 7-ჯერ ქვეყნის თასი, 4-ჯერ მოლდოვის სუპერთასი და 2-ჯერ “თანამეგობრობის თასი”. ამ მაჩვენებლებით ის მოლდოვის ჩემპიონატის ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელია.

მან “შერიფის” რიგებში უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ ორჯერ ითამაშა. სხვათა შორის, ტირასპოლელების გარდა მსგავსი შედეგი მოლდოვის არც ერთ კლუბს უჩვენებია. საერთო ჯამში, “შერიფმა” ეს 3-ჯერ შეძლო. ჯგუფში მესამედ გასვლის დროს, თარხნიშვილი უკვე სპორტულ დირექტორად მუშაობდა.

0.130596