ფეხბურთი

14:58 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ასტონ ვილა” კლევერლის გამოსყიდვას აპირებს

ბირმინგემის “ასტონ ვილა” ცენტრალური ნახევარმცველის, ტომ კლევერლის გამოსყიდვას აპირებს – იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი.

25 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები “მანჩესტერ იუნაიტედს” ეკუთვნის და “ვილა პარკზე” იჯარის წესით თამაშობს. კლევერლის თამაში ბირმინგემული კლუბის თავკაცს, პოლ ლამბერტს მოსწონს და მზადაა, რომ მასში 7.5 მილიონი ფუნტი გაიღოს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში.

კლევერლიმ “ასტონ ვილას” მაისურით 14 შეხვედრა ჩაატარა.

0.114393