ჩოგბურთი

13:47 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის ახალი სიმაღლე

22 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერის საუკეთესო ნიშნულს უწია. საქართველოს პირველი ჩოგანი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 9 ადგილით დაწინაურდა და 277 ქულით 182-ე პოზიციაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ბასილაშვილმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში 2 10-ათასიანი ტურნირი მოიგო, რაც მის საკლასიფიკაციო მდგომარეობაზეც აისახა.

ATP-ს რეიტინგში დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 544 (540). ალექსანდრე მეტრეველი – 59 ქულა; 867 (863). გიორგი ცივაძე – 18; 1113 (1118). გიორგი ჯავახიშვილი – 8; 1422 (1418). ალექსანდრე ბაკში – 3; 1724 (1720). ირაკლი მეტრეველი – 1;

წინსვლა განიცადა ქალთა შორის საქართველოს ნაკრების ლიდერმა სოფო შაფათავამაც, რომელმაც 211 ქულით 248-ედან 228-ე ადგილზე გადაინაცვლა. სულ, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) კლასიფიკაციაში 7 ქართველი გოგონაა:

327 (328). ეკატერინე გორგოძე – 106; 433 (440). სოფო ქვაცაბაია – 68; 530 (471). ოქსანა კალაშნიკოვა – 46; 701 (698). მარიამ ბოლქვაძე – 24; 886 (887). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 13; 1116 (1123). თამარ კუტუბიძე – 5; 1210 (1213). თამარ ჭალაგანიძე – 3;

შაფათავა კვლავაც ინდოეთში რჩება და ძალებს პუნეს 25-ათასიან ტურნირზე მოსინჯავს, სადაც მე-3 ნომრადაა განთესილი. სოფო პირველ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – სილვია ნირიჩს გაეჯიბრება.

ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა ოქსანა კალასნიკოვაც, თუმცა, მე-5 ნომრად განთესილმა ქართველმა კვალიფიკაციაში ინდოელი არანჩა ანდრადის დამარცხების (6:1, 6:3) კვალად, კიდევ ერთ მასპინძელ რუტუა ბოსალესთან (მე-16) 6:7 (3:7), 4:6 წააგო.

წყვილებში კალაშნიკოვას და უკრაინელ ანასტასია ვასილიევას პირველი განთესვა გააჩნიათ და საწყის რაუნდში ჰოლანდიელ ბურგერს და უკრაინელ კაპშაის გაეჯიბრებიან, მე-4 რეიტინგის მქონე შაფათავა და რუსი მარგარიტა ლაზარევა კი ძალებს ინდურ დუეტთან (ბალუუ-ტომბარე) მოსინჯავენ.

სტამბულის 10-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში მარიამ ბოლქვაძე მე-6 ნომრად მიჩნეულ თურქ მელის სეზერს ეთამაშება. წყვილებში ბოლქვაძე და თურქი ოგუტი მასპინძლებს – ჰულია და ლუტფი ესენებს დაუპირისპირდებიან.

0.123013