ლონდონურ “კრისტალ პალასს” თანაქალაქელი “არსენალის” თავდამსხმელით, იაია სანოგოთი სურს გაძლიერება – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, “არწივების” ხელმძღვანელობას 21 წლის ფორვარდის იჯარით აყვანა სეზონის ბოლომდე უნდა. “კრისტალ პალასში” გადასვლის წინააღმდეგი არც სანოგო უნდა იყოს, რადგან გაცილებით მეტი სათამაშო დრო ექნება, ვიდრე “არსენალში”.
მიმდინარე სეზონში სანოგომ “არსენალის” მაისური 6-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.