კალათბურთი

0:51 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ში ირვინგი გამოარჩიეს

აშშ-ს კალათბურთის ფედერაციამ 2014 წლის საუკეთესო მოთამაშედ “კლივლენდ კავალიერსის” გამთამაშებელი კაირი ირვინგი დაასახელა.

ზაფხულში აშშ-ს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან დამაჯერებლად მოიგო, ირვინგი კი საშუალოდ 12.1 ქულას, 2.6 მოხსნას, 3.6 პასს და 1.9 ჩაჭრას აგროვებდა და ტურნირის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის მფლობელი გახდა.

2013 წელს აღნიშნული ჯილდო ფორვარდმა არონ გორდონმა მოიპოვა, რომლის დიდი დახმარებითაც ამერიკელებმა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე იმარჯვეს.

0.128333