კალათბურთი

23:34 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძე მხოლოდ ერთ თანაგუნდელს ჩამორჩა

იტალიის რანგით მე-3 ლიგაში გიგა ჯანელიძის “როზეტო” აუტსაიდერ “ლატინა ბასკეტს” ესტუმრა და 73:83 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი როზეტოელთა სასტარტო ხუთეულში იყო და 25:28 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

გიგამ 1 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა დ 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

სარგებლიანობის კოეფიციენტის (12) მიხედვით, ქართველი ფორვარდი თანაგუნდელთაგან მხოლოდ ინოჩენცო ფერაროს ჩამორჩა, რომელმაც 11 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.

“როზეტოს” 4 მოგების წილ მე-9 მარცხი მოუგროვდა და აუტსაიდერებში რჩება, მომდევნო მატჩს კი 28 დეკემბერს, შინ, “რავენასთან” ჩაატარებს.

0.119053