ჭადრაკი

21:50 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა მე-6 ადგილი ოლიმპიადაზე

უნგრეთის ქალაქ დიორში დასრულებულ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე კარგი შედეგი აჩვენა საქართველოს 16-წლამდე მოჭადრაკეთა ნაკრებმა, რომელსაც მე-16 განთესვა გააჩნდა და საბოლოოდ, მე-6 შედეგი დააფიქსირა.

ქართველმა მოჭადრაკეებმა ათ ტურში 5 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ 2 წააგეს.

დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის მე-2 გუნდი 4:0 გაანადგურა. პარტიები გიორგი სიბაშვილმა (2387), ნოე თუთისანმა (2301), ნინო ხომერიკმა (2141) და ნიკა ღვამბერიამ (2122) მოიგეს.

ქართველმა 16-წლამდელებმა თავი 13 ქულას მოუყარეს და ჩემპიონ ინდოეთს 5 ქულით ჩამორჩნენ. ვერცხლი რუსეთს (17) ერგო, ბრინჯაო კი ირანმა (16) მოიპოვა.

0.117471