კალათბურთი

18:04 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა ლიდერთან 9 ქულა მიითვალა

გიორგი შერმადინის “კანტუმ” იტალიის ჩემპიონატის ლიდერ “ვენეციას” დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ბოლო წუთებამდე უგებდა, თუმცა, საბოლოოდ, 73:77 დამარცხდა.

საბედნიეროდ, წინა თამაშში მიღებული ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ქართველი ცენტრი კანტუელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა.

გიორგიმ მოედანზე 20 წუთი დაჰყო და 9 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანად ამერიკელი კალათბურთელები – დარიუს ჯონსონ-ოდომი (23 ქულა) და დექუან ჯონსი (17 ქულა) გაისარჯნენ.

“კანტუს” 4 მოგების წილ 7 მარცხი მოუგროვდა და უკვე სახიფათო ზონაშია, რადგანაც 16-გუნდიან ლიგაში მე-14 პოზიცია უკავია. მე-12 ტურში, რომელიც 26 დეკემბერს შედგება, შერმადინის გუნდი “ვანოლი კრემონას” ესტუმრება.

0.113881