სხვა

17:07 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მუჰამედ ალი საავადმყოფოშია

ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში დააწვინეს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის წარმომადგენლის, ბობ განელის განცხადებით, ალის მდგომარეობა სტაბილურია.

ყოფილი მძიმეწონოსანი ჯანმრთელობის პრობლემებს უკვე დიდი ხანია ებრძვის. მას შემდეგ რაც ალიმ კარიერა 1981 წელს დაასრულა, სამი წლის შემდეგ პარკინსონის დაავადება დაუდგინეს. ეს დაავადება ადამიანებში უფრო 60 წლის შემდეგ ვითარდება და 50 წლის ქვემოთ იშვიათობაა. ალი სენს 42 წლიდან ებრძვის. ის ამჟამად 72 წლისაა.

0.116925