კალათბურთი

14:29 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონდოს დებიუტი “დალასში”  და ელისის 38 ქულა (+VIDEO)

“დალასმა” შინ “სან ანტონიო სპურსი” 99:93 დაამარცხა. “სან ანტონიოს” გუნდს 4 ლიდერი აკლდა - დანკანი, ლეონარდი, ჯინობილი და პარკერი. პარკერსა და ლეონარდს ტრავმა აწუხებთ, ჯინობილი და დანკანი კი გრეგ პოპოვიჩის გადაწყვეტილებით არ ჩაერთვნენ თამაშში. ასევე არ გამოსულა პარკეტზე ტიაგო სპლიტერი. სან ანტონიო ფაქტობრივად მეორე და მესამე შემადგენლობით თამაშობდა. თუმცა პოპოვიჩის შეგირდები სამი პერიოდის შემდეგ მეტოქეს 2-ქულით უგებდნენ. მეოთხე პერიოდში რონდოსა და მონტა ელისის შესანიშნავმა თამაშმა “დალასს” სეზონში მე-20 გამარჯვება მოუტანა. “მავერიქსის” ახალწვეულმა რაჟან რონდომ გუნდს 6 ქულა 9 პასი და 7 მოხსნა შესძინა, საუკეთესო მექულე კი მონტა ელისი გახლდა - 38.

“ჰიუსტონ როკეტსი” “ტოიოტა ცენტრში” “ატლანტა ჰოუქსთან” 97:104 დამარცხდა. გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ზაზა ფაჩულიას ყოფილმა გუნდმა 30:23 მოიგო. ატლანტელთაგან კაილ კორვერი გამოირჩა 22 ქულით. “ატლანტა” აღმოსავლეთ კონფერენციაში 19 მოგებით და 7 წაგებით მესამე ადგილზეა, “ჰიუსტონი” დასავლეთში - მეოთხეზე.

“პორტლენდმა” სტუმრად “ნიუ ორლეანი” 114:88 გაანადგურა. “პორტლენდმა” პირველი სამი პერიოდი პირწმინდად დაჯაბნა მეტოქე, მეოთხე კი მხოლოდ ფორმალობა იყო. ნიუორლეანელთა ლიდერმა ენტონი დევისმა გუნდს მხოლოდ 7 ქულა შესძინა. “პორტლენდში” ლამარკუს ოლდრიჯი 27 ქულით გამოირჩა.

“შარლოტ ჰორნეტსი” – “იუტა ჯაზი” 104:86 (31:23, 21:16, 32:24, 20:23)

“შარლოტი”: უოლკერი (20 ქ. 6 პ.), ჯეფერსონი (19 ქ. 10 მ.), ჰენდერსონი (17 ქ.), კიდ-გოლჩისტერი (13 ქ. 11 მ.), ნილი (8 ქ.), უილიამსი (7 ქ. 5 მ.), ზელერი (7 ქ. 6 მ.), რობერტსი (5 ქ.), ბიომბო (2 ქ.)

“იუტა”: ჰეივორდი (14 ქ. 6 პ.), ფეივროსი (13 ქ. 5 მ.), ინგლესი (13 ქ.), გობერტი (11 ქ. 12 მ.), ბარკსი (11 ქ.), ბარკი (10 ქ.), ექსამი (6 ქ.), ჰუდი (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=i6YHyuYIkyQ

“ნიუ ორლეან პელიკანსი” – “პორტლენ ბლეიზერსი” 88:114 (17:32, 27:30, 18:32, 26:20)

“ნიუ ორლეანი”: რივერსი (21 ქ.), ანდერსონი (16 ქ. 5 მ.), აჟინცა (10 ქ. 13 მ.), დევისი (7 ქ.), ჰოლიედი (6 ქ. 6 პ.), ევანსი (6 ქ.), ბაბიტი (5 ქ.), სმიტი (5 ქ.), აშიკი (4 ქ. 7 მ.), კანინგჰემი (4 ქ.),

“პორტლენდი”: ოლდრიჯი (27 ქ. 12 მ.), ლილარდი (17 ქ. 7 პ.), კამანი (16 ქ. 6 მ.), რობინსონი (12 ქ.), ბატუმი (11 ქ.), მეთიუსი (9 ქ.), ლეონარდი (7 ქ.), ბარტონი (5 ქ.), კრაბე (3 ქ.), ბკეიკი (3 ქ.), ფრილენდი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=3HOnhBI9fNs

“ჰიუსტონ როკეტსი” – “ატლანტა ჰოუქსი” 97:104 (26:32, 14:20, 34:22, 23:30)

“ჰიუსტონი”: ჰოვარდი (19 ქ. 11 მ. 5 პ.), ჰარდენი (18 ქ. 14 ქ.), ბევერლი (14 ქ. 7 მ.), ტერი (14 ქ.), არიზა (13 ქ.), მონტეიუნასი (8 ქ. 7 მ.), ჯონსონი (7 ქ.), პაპნიკოლაუ (4 ქ.),

“ატლანტა”: კორვერი (22 ქ.), მილსაპი (14 ქ.), ჰორფორდი (14 ქ. 8 მ.), ქეროლი (13 ქ.), მაკი (9 ქ.), შროდერი (8 ქ.), ანტიჩი (7 ქ.), სეფალოშა (7 ქ.), ბაზერმორი (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=Bt7b4jkbY2o

“დალას მავერქსი” – “ სან ანტონი სპურსი” 99:93 (21:25, 21:22, 33:30, 24:16)

“დალასი”: ელისი (38 ქ.), პარსონსი (16 ქ. 11 მ.), ნოვიცკი (13 ქ.), ჰარისი (13 ქ.), ჩენდლერი (6 ქ. 14 მ.), რონდო (6 ქ. 9 პ. 7 მ.), ამინუ (2 ქ.), სმიტი (1 ქ.)

“სან ანტონიო”: ბელინელი (21 ქ.), ბაინსი (16 ქ. 10 მ.), ჯოზეფი (14 ქ.), ბონერი (14 ქ.), ანდერსონი (11 ქ. 8 მ.), დიაო (8 ქ. 7 მ.), აირესი (3 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=m7n63LZHRo8

“დენვერ ნაგეტსი” – “ინდიანა პეისერსი” 76:73 (15:21, 17:12, 23:22, 21:18)

“დენვერი”: გალინარი (19 ქ.), ლოუსონი (15 ქ. 10 პ.), ჰიკსონი (10 ქ.), აფლალო (8 ქ. 9 მ.), მოზგოვი (6 ქ. 15 ქ.), ფარიდი (4 ქ. 6 მ.), ჩენდლერი (4 ქ.), ნურკიჩი (4 ქ.), გი

“ინდიანა”: უესტი (19 ქ. 10 მ. 5 პ.), მაილსი (16 ქ.), ჰილი (11 ქ.), სლოანი (9 ქ. 7 მ.), ალენი (6 ქ.), სკოლა (3 ქ.) ჰიბერტი ( 0 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=kNIlZXgKZtY

“ლოს ანჯელეს კლიპერსი” - “მილუოკი ბაქსი” 106:102 (28:24, 22:28, 32:31, 24:19)

“კლიპერსი”: პოლი (27 ქ. 9 პ.), გრიფინი (24 ქ. 8 პ. 6 მ.), რედიკი (23 ქ.), კროუფორდი (17 ქ.), ჯორდანი (9 ქ. 16 მ.), დევისი (2 ქ.), ფარმარი (2 ქ.)

“მილუოკი”: ანტეტოკუნმპო (19 ქ. 9 მ. 6 პ.), დადლი (16 ქ. 8 მ.), ბეილესი (16 ქ.), მიდელტონი (12 ქ.), მარშალი (10 ქ.), სენდერსი (10 ქ.), ნაითი (8 ქ.), ფაჩულია (5 ქ. 7 მ.), ო’ბრაიანტი (4 ქ.), მაიო (3 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=R6sSKUh25s0

0.126978