ფეხბურთი

12:20 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერი: “რეალი” მსოფლიოს მეფეა

ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი “რეალს” ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ულოცავს.

“მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, “რეალის” ფეხბურთელებმა თავზე გვირგვინი დაიდგეს. მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს. “სან ლორენცომაც” არაფერი დათმო, მაგრამ მათ ასევე დამსახურებული მეორე ადგილი მოიპოვეს.”- განაცხადა ზეპ ბლატერმა თავის ტვიტერის გვერდზე.

“რეალმა” ფინალში არგენტინული კლუბი “სან ლორენცო” 2:0 დაამარცხა.

0.104935