ფეხბურთი

21:39 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” ლიდერს დაეწია, “იუნაიტედმა” – მეშვიდე ვეღარ მოიგო

ინგლისის ჩემპიონატის მე-17 ტური “ეტიჰად სთედიუმზე” გამართული შეხვედრით გაიხსნა, “მანჩესტერ სიტიმ” “კრისტალ პალასს” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

მასპინძლები შეხვედრას სერიოზული დანაკლისით შეხვდნენ, მანუელ პელეგრინი სამივე ძირითად ფორვარდს, ედინ ჯეკოს, სერხიო აგუეროსა და სტევან იოვეტიჩს მოისაკლისებდა. გარდა ამისა, გუნდს აკლდა ვინსენტ კომპანი. თავდამსხმაში შექმნილი პრობლემების გამო, პელეგრინი იძულებული გახდა, რომ წინა ხაზში ჯეიმს მილნერი გაემწესებინა. პირველ ნახევარში სილვას, ზაბალეტასა და ტურეს შეეძლოთ გატანა მასპინძელთაგან, მაგრამ მიზანს ვერც ერთმა მიაღწია. საპასუხოდ, ბოლასისა და კემპბელს შეეძლოთ ჰარტის დამწუხრება, მაგრამ არც მათ გაუმართლათ.

მეორე ტაიმი “ქალაქელთათვის” იდეალურად დაიწყო და მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობის შემდეგ 49-ე წუთზე დავიდ სილვამ ანგარიში გახსნა. 61-ე წუთზე ესპანელმა ნახევარმცველმა ახლო მანძილიდან დუბლი შეასრულა, ხოლო 81-ე წუთზე იაია ტურემ უძლიერესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0. “სიტის” “ჩელსის” მსგავსად 39 ქულა აქვს, თუმცა ლონდონელები თავის შეხვედრას ორშაბათს ჩაატარებენ და შეეძლებათ, რომ კვლავ 3 ქულით ჩამოიცილონ მეტოქე.

ექვსმატჩიანი მოგებათა სერიის შემდგომ ქულები დაკარგა “მანჩესტერ იუნაიტედმა”, რომელმაც გასვლაზე ვერ მოუგო ბირმინგემის “ასტონ ვილას”. მასპინძლები მე-18 წუთზე კრისტიან ბენტეკემ დააწინაურა შესანიშნავი დარტყმით. ბელგიელმა დე ხეას შორეულ კუთხეში დაურტყა და ესპანელმა მეკარემ ბურთს მხოლოდ თვალი გააყოლა. სამაგიეროდ, დე ხეამ მეორე ტაიმის დასაწყისში აჯობა ბენტეკეს და მისი თავური დარტყმული მოიგერია. აქედან 5 წუთში რადამელ ფალკაომ ივარგა და თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. “იუნაიტედი” ბევრს ეცადა რომ მოეგო, ბევრი შეუტია, მომენტებიც შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვეღარ მოახერხა. არადა, აგბონლაჰორის უხეში თამაშის გამო მასპინძლები ბოლო 25 წუთი 10 კაცით თამაშობდნენ.

ოთხმატჩიანი წაგებათა სერიის შემდგომ, გამარჯვების გემო გაიხსენა “საუთჰემპტონმა”, რომელმაც შინ “ევერტონი” გაანადგურა. პირველი ნახევარი “წმინდანებმა” რომელუ ლუკაკუს ავტოგოლით მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში თავისი გოლები პელემ და იოშიდამ გაიტანეს – 3:0.

ლონდონის “ტოტენჰემმა” დიდი უპირატესობის მიუხედავად დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა “ბარნლი”. მასპინძლები 21-ე წუთზე ჰარი კეინმა დააწინაურა, მაგრამ 6 წუთში ბერნსიმ წონასწრობა აღადგინა. გადამწყვეტი გოლი პირველ ნახევარში გავიდა, 35-ე წუთზე ერიკ ლამელამ მეორედ შეარხია ჰიტონის კარის ბადე და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

მცირე სასწაული შემოგვთავაზა “ქუინზ პარკ რეინჯერსმა”, რომელმაც შესანიშნავი “ქამბექი” შემოგვთავაზა. მე-20 წუთზე ლონდონელები ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ ლესკოტისა და ვარელას გოლებით, მაგრამ ჩარლი აუსტინის ჰეთ-თრიკის წყალობით მასპინძლებმა შეხვედრა მოაბრუნეს და ძალიან საჭირო ქულები მოიპოვეს – 3:2.

მორიგი შეხვედრა მოიგო “ვესტ ჰემმა”, რომელმაც შინ “ლესტერი” კეროლისა და დაუნინგის გოლებით დაამარცხა. “ჩაქუჩები” 31 ქულით მე-4 პოზიციას იკავებენ.

სამაგიეროდ, მორიგი უსახური შეხვედრა ჩაატარა “ჰალ სიტიმ” და ამჯერად შინ “სუონსისთან” დამარცხდა. ერთადერთი გოლი სტუმართაგან კიმ გაიტანა. “ჰალი” 13 ქულით მე-19 ადგილამდე დაქვეითდა და ასე თუ განაგრძეს “ვეფხვებმა”, სტივ ბრიუსს მალე მოუწევს თანამდებობის დატოვება.


მანჩესტერ სიტი – კრისტალ პალასი 3:0 (0:0)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1):
ჰარტი, მანგალა, დემიჩელისი, კოლაროვი, ზაბალეტა, ფერნანდინიო, ტურე, ნასრი (სინკლერი 89), სილვა (ლამპარდი 69), ნავასი, მილნერი (ფერნანდო 82).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

კრისტალ პალასი (4-1-4-1): სპერონი, ჰანგელანდი, დანი, კელი, იარდი, იედინაკი, ლედლი (ბენანი 90), მაკარტური, პანჩონი (ტომასი 84), ბოლასი, კემპბელი (ზაჰა 67).
მწვრთნელი: ნილ უორნოკი

გოლები: 1:0;2:0 სილვა (49;61), 3:0 ტურე (81).
გაფრთხილებები: კოლაროვი, მილნერი – პანჩონი
მსაჯი: ფილ დაუდი
ბურთის ფლობა: 73%-27%, დარტყმა: 15(3)-6(1), ჯარიმა: 17-5, კუთხური: 8-6, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-0

ასტონ ვილა – მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 (1:0)


ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (4-3-1-2):
გუზანი, კლარკი, ოკორე, სისოკო (ბაკუნა 80), ლოუტონი, ვლაარი, დელფი, სანჩესი, ვაიმანი (ნ’ზოგბია 80), აგბონლაჰორი, ბენტეკე.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

მანჩესტერ იუნაიტედი (3-4-1-2): დე ხეა, კერიკი, ევანსი, ჯონსი, ფლეტჩერი (ბლეკეტი 46), იანგი, რუნი, ვალენსია (უილსონი 74), მატა, ვან პერსი (დი მარია 61), ფალკაო.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლები: 1:0 ბენტეკე (18), 1:1 ფალკაო (53).
გაფრთხილებები: გუზანი – ბლეკეტი
გაძევება: აგბონლაჰორი 65.
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა:
35%-65%, დარტყმა: 10(4)-16(9), ჯარიმა: 9-10, კუთხური: 3-9, თამაშგარე: 2-2, სეივი: 8-3

ტოტენჰემი – ბარნლი 2:1 (2:1)


ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ფასიო, უოლკერი, დევისი, მეისონი (სტამბული 44), ბენტალები, ლამელა, ერიკსენი (როუზი 93), ჩადლი, კეინი (სოლდადო 84).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ბარნლი (4-4-2):
ჰიტონი, შაკელი, კინი, მე, ტრაიპერი, მარნი, ჯონსი, არფილდი (ვოლასი 79), ბოიდი (კიგტლი 79), ინგსი, ბერნსი (იუტკევიჩი 89).
მწვრთნელი: სეან რიჩი

გოლები: 1:0 კეინი (21), 1:1 ბერნსი (27), 2:1 ლამელა (35).
გაფრთხილებები: დევისი
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 23(6)-9(5), ჯარიმა: 9-8, კუთხური: 9-6, თამაშგარე: 2-6, სეივი: 4-4

საუთჰემპტონი – ევერტონი 3:0 (1:0)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, იოშიდა, ფონტე, ბერტრანი, კლაინი, ალდერვეირელდი, დევისი, უარდ-პროუსი (ტარგეტი 80), რიდი, ლონგი (გაპე 89), პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, იაგიელკა, დისტინი, კოულმენი, ბეინსი, ბერი, ბეშიჩი, ნეისმიტი, ეტო’ო, ბარკლი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 1:0 ლუკაკუ (38 ს.კ), 2:0 პელე (65), 3:0 იოშიდა (82).
გაფრთხილებები: ფონტე - ბეშიჩი
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 11(3)-13(4), ჯარიმა: 11-10, კუთხური: 4-6, თამაშგარე: 4-2, სეივი: 4-0

ვესტ ჰემი – ლესტერი 2:0 (1:0)

ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”

ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი, ტომკინსი (კოლინსი 69), რიდი, კრესველი, ჯენკინსონი, სონგი, ნოლანი (ამალფიტანო 87), კუაიტე, ნობლი, დაუნინგი, სახო (ვალენსია 79), კეროლი.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

ლესტერი (4-2-3-1): ჰამერი, მორგანი, ვასილევსკი, სიმპსონი, კონჩესკი (კნოკერტი 62), კინგი, დრინკვოთერი, კამბიასო (ულოა 61), შლუპი, მაჰრეზი, ვარდი (ნუჯენტი 62).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

გოლები: 1:0 კეროლი (24), 2:0 დაუნინგი (56).
გაფრთხილებები: კინგი, ვარდი, ულოა
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 10(2)-10(4), ჯარიმა: 8-17, კუთხური: 9-4, თამაშგარე: 3-1, სეივი: 4-0

ქპრ – ვესტ ბრომვიჩი 3:2 (1:2)

ლონდონი, “ლოფტუს როად სთედიუმი”

ქპრ (4-4-2): გრინი, კოლკერი, დანი, იუნი (ჰილი 30), ონიოჰა, ბარტონი, ჰენრი, ვარგასი (ჰოილეტი 67), ფერი, ზამორა (კრანჩარი 80), აუსტინი.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ლესკოტი, მაკაული, უისდომი, პოცონიოლი (გამბოა 91), დორანსი, მორისონი, ვარელა, გარდნერი, სესენიონი, ბრაუნი (ბერაჰინო 69).
მწვრთნელი: ალან ირვინი

გოლები: 0:1 ლესკოტი (10), 0:2 ვარელა (20), 1:2;2:2;3:2 აუსტინი (24;48;86).
გაფრთხილებები: დანი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 17(7)-16(6), ჯარიმა: 16-8, კუთხური: 5-11, თამაშგარე: 4-1, სეივი: 4-4

ჰალი – სუონსი 0:1 (0:1)

ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”

ჰალი (4-1-3-2): მაკგრეგორი, ჩესტერი, დევისი (მაგირი 77), ელმოჰამედი, რობერტსონი, ბრიუსი (ალუკო 59), ლივერმორი, გ.რამირესი, მეილერი, იელავიჩი (საგბო 81), ერნანდესი.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, რიჩარდსი (რანხელი 81), ტეილორი, კეროლი (ემნსი 57), კი, შელვი, დაიერი, რუტლიჯი, გომისი (ბონი 76).
მწვრთნელი: გარი მონკი

გოლები:
0:1 კი (15).
გაფრთხილებები: ლივერმორი, ალუკო - რიჩარდსი, ტეილორი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 11(3)-13(3), ჯარიმა: 9-10, კუთხური: 4-5, თამაშგარე: 3-4, სეივი: 2-3

ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 14. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 12. აუსტინი (ქპრ) - 11. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 9. ბონი ("სუონსი") - 8.

0.144648