ფეხბურთი

21:22 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პერტია “სკონტოს” ფეხბურთელების “თანამეგობრობის თასზე” გაშვების წინააღმდეგია

რიგის “სკონტოს” მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია თავისი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელების ლატვიის 21-წლამდელთა ნაკრებში გაშვების წინააღდეგია. ამის შესახებ მან ინტერნეტპორტალ sportacentrs.com-თან საუბარში განაცხადა.

ლატვიელმა 21 წლამდელებმა იანვარში “თანამეგობრობის თასზე” უნდა ითამაშონ და პერტიას რამდენიმე ფეხბურთელი სამი კვირის განმავლობაში დააკლდება. მისი აზრით, იანვარში მომავალი სეზონისთვის მოთამაშეთა ფიზიკურ მომზადებას საფუძველი ეყრება და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები მის გვერდით იყვნენ. მითუმეტეს, ქართველი სპეციალისტის აზრით, “თანამეგობრობის თასი” მნიშვნელოვანი ტურნირი არაა. მან 21-წლამდელთა თავკაციც გააკრიტიკა, რადგან არ შეხმიანებია და ნაკრებში მისაწვევ მოთამაშეთა მდგომარეობით არ დაინტერესებულა.

0.129068