ფეხბურთი

18:48 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთში საუკეთესოებად მატიჩი და ჩურჩიჩი დაასახელეს

სერბეთის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის “ჩელსის” საყრდენი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად ეროვნული გუნდის თავკაცი რადოვან ჩურჩიჩი დაასახელეს.

ორივე, სერბეთის საფეხბურთო კავშირის მიერ მოწყობილ ყოველწლიურ ცერემონიაზე დააჯილდოვეს.

“ეს ინდივიდუალური ჯილდოა, მაგრამ მის მოგებაში ორივე გუნდი დამეხმარა – ნაკრებიც და კლუბიც. ეს განსაკუთრებული პრიზია. ახლა უკეთესად ვითამაშებ, რადგან ძველი დამსახურებებით ცხოვრება არ შეიძლება. ფეხბურთში მცნება “გუშინ” არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ წინ უფრო მეტი სასიხარულო დღეები მელის, რომლებიც წარმატებებით აღსავსე იქნება” – თქვა მატიჩმა.

42 წლის ჩურჩიჩმა ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე ჰოლანდიელი დიკ ადვოკატი ცოტა ხნის წინ შეცვალა, ხოლო მანამდე ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე გაიყვანა. მიმდინარე წლის ოქტომბერში პლეი ოფში ახალგაზრდა სერბებმა ესპანელები დაამარცხეს, რომელთაც მანამდე 4 წელი არ წაეგოთ და ჩეხეთში გასამართ ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.

“საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი წარმატება და ჩეხეთის საგზურის მოპოვება ასე შეფასდა. მე ამაყი და გახარებული ვარ. ახლა წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეროვნული ნაკრები ევრო-2016-ის ფინალურ ეტაპზე გავიყვანო” – განაცხადა ჩურჩუიჩმა.

0.113721