ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მაიკლ კერიკი "მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე-კაპიტანი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა გაავრცელა.
"სამი კაპიტანი მყავს. უეინ რუნი გუნდს ულიდერებს, კერიკი ვიცე-კაპიტანი იქნება, ხოლო ფლეტჩერი მესამეა. ინგლისელი გამოცდილია და გუნდის დაბალანსება შეუძლია. კერიკს შეუძლია ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია მოედნაზე გაავრცელოს." - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
33 წლის ინგლისელ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონის სტარტი ტრავმის გამო გაუცდა. კერიკმა პრემიერლიგაში 7 შეხვედრა ჩაატარა და მანჩესტერელთა მოგებულ ბოლო 6 მატჩში შეუცვლელად ითამაშა.