თბილისის “დინამოს” ყოფილი მთავარი მწვრთნელი უმცროსი დუშან უჰრინი მინსკის “დინამოს” მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.
47 წლის ჩეხმა სპეციალისტმა ბელარუსული საფეხბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმირ ჟურაველი შეცვალა. მან მინსკელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
თბილისის “დინამოში” უჰრინი 2012-2013 წლების სეზონში და 2013-2014 წლების სეზონის პირველ ნახევარში მუშაობდა. მან “დინამოსთან” ერთად საქართველოს ჩემპიონატი და დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო.
2014 წლის იანვრიდან ის სათავეში პლზენის “ვიქტორიას” ჩაუდგა. თუმცა, ზაფხულში ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ “პეტროლულთან” გამოვარდნის შემდეგ კლუბიდან დაითხოვეს.