ფეხბურთი

2:22 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

და მაინც, რობენი!  

მშვენივრად ითამაშა "მაინცმა" და ასეთი ხარისხით, ალბათ, ნებისმიერ სხვა გერმანულ გუნდს მოუგებდა, მაგრამ ვაი, რომ მათი მეტოქე "ბაიერნი" იყო. მასპინძლებმა მოახრხეს ის, რასაც ბუნდესლიგის განვლილი რვა მატჩის განმავლობაში ვერავინ ახერხებდა – მანუელ ნოიერს გოლი გაუტანეს. იაპონელი შინჯი ოკაზაკის აქტიურობას მოჰყვა სოტოს გატანილი.

დიდხანს ვერ გაგრძელდა მაინცლთა სიხარული, სამ წუთში ბასტიან შვაინშტაიგერმა საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა და თამაში "ბაიერნის" უპირატესობით გაგრძელდა. თუმცა ეს არ იყო ის უპირატესობა, რაც ზოგადად აქვს ხოსეპ გვარდიოლას გუნდს სხვა ბუნდესშეხვედრებში.

"მაინცი" ახლოს იყო ფრესთან, მაგრამ არიენ რობენმა ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი მიითვალა. პასი კი ესპანელი ბერნატისა იყო, რომელიც ბოლო ექვსი-შვიდი მატჩია, ბრწყინვალედ თამაშობს.

მაინცი-ბაიერნი 1:2 (1:1)

მაინცი: კარიუსი, ბროზინსკი, ხარა, ვოლშაიდი, პარკი, სოტო, გაისი, მალი (სლიშკოვიჩი 88), კუ (დიასი 80), დე ბლაზისი (პფიუკე 82), ოკაზაკი

მწვრთნელი: კასპრ ჰიულმანდი

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ბერნატი, ჰიობერგი, შვაინშტაიგერი, გიოტცე (პიზარო 87), რიბერი (ვაიზერი 90+1), რობენი, მიულერი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 სოტო (21), 1:1 შვაინშტაიგერი (24), 1:2 რობენი (90)

გაფრთხილება: სოტო (48), კუ (60)

მსაჯი: ცვაიერი

ბურთის ფლობა: 31-69, კარში დარტყმა: 5(3)-12(5), კუთხურები: 4-10; თამაშგარე: 1-3, სეივი: 3-2, ჯარიმები: 16-17

0.213361