16-წლამდე მოჭადრაკეთა ოლიმპიადის მე-9 ტურში საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის პირველ გუნდთან 1:3 წააგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუარესა.
საკუთარი პარტიები დათმეს გიორგი სიბაშვილმა (2387), ნინო ხომერიკმა (2141) და ნიკა ღვამბერიამ (2122), ერთადერთი გამარჯვება კი ნოე თუთისანმა (2301) იზეიმა.
ქართველმა მოჭადრაკეებმა 9 ქულით 23-ე ადგილზე გადაინაცვლეს, ლიდერები კი ირანის და ინდოეთის ნაკრებები არიან, რომელთა აქტივშიც 14-14 ქულაა.
მე-9 ტურში საქართველოს 16-წლამდე ნაკრები უნგრეთის მე-3 გუნდს დაუპირისპირდება.