ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე თურქეთის ქალაქ ანკარაში გამართული 50-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშების გამარჯვებული გახდა.
ფინალურ მატჩში გორგოძე და სლოვენიელი ნასტია კოლარი უკრაინელ ოლეკსანდრა კორაშვილს და ბულგარელ ელიცა კოსტოვას გაეჯიბრნენ და 6:4, 7:6 (7:5) სძლიეს.