პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ვეტერანმა მცველმა ერიკ აბიდალმა ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა.
“მხოლოდ სპორტსმენმა იცის როდის უნდა დასვას წერტილი. სწორედ ეს მომენტია დამიდგა ახლა. ვგრძნობ, რომ ძველებურად თამაში აღარ შემიძლია. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა “ოლიმპიაკოსს”, რომელთა რიგებში დაუვიწყარი თვეები გავატარე. მადლობელი ყველა იმ მწვრთნელის, რომლებთანაც მიმუშავია. არასდროს დამავიწყდება განვლილი კარიერა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დროა”, - განაცხადა აბიდალმა.
ერიკ აბიდალი 1979 წელს დაიბადა. მას “მონაკოს”, “ლილის”, “ლიონის”, “ბარსელონას” და “ოლიმპიაკოსის” ღირსება დაუცავს. 2011 წელს აბიდალმა კიბოს დაძლევა შეძლო და საფეხბურთო კარიერა გააგრძელა. აბიდალმა საფრანგეთის ნაკრებში 2004-13 წლებში 67 მატჩი ჩაატარა.