ფეხბურთი

14:28 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია “თურანს” აღარ წვრთნის

ბადრი კვარაცხელიამ აზერბაიჯანის საფეხბურთო პირველ ლიგაში მოასპარეზე თოვუზის “თურანის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ინტერნეტპორტალ azerifootball.com-ის ინფორმაციით, პირველი წრის დასრულების შემდეგ, ქართველი მწვრთნელი მომავლის გეგმების განსახილველად კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა. კვარაცხელია “თურანის” მეპატრონეებს 5-6 ახალი ფეხბურთელის მიწვევს სთხოვა, რაზეც უარი მიიღო და ამიტომ, მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს. ის თოვუზელებს ამა წლის ზაფხულიდან წვრთნიდა. გუნდი მისმა ასისტენტებმა კამალ ალეკპეროვმა და არჩილ ღურწკაიამაც დატოვეს.

0.142211