თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო ქართული გრან-პრის დასკვნითმა ეტაპმა ვაჟთა შორის.
5 ტურის თავზე 4.5 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა საერთაშორისო ოსტატი ივერი ჭიღლაძე (2336). ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: შოთა აზალაძე (2455), კონსტანტინე შანავა (2526), გიგა ყუფარაძე (2519), დავით ჯოჯუა (2482), ზაზა ხოფერია (2250), ირაკლი ჯანიაშვილი (2207) და თამაზ მგელაძე (2315).
ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს, საპრიზო ფონდი კი 1000 ლარია, რომელიც ასე განაწილდება: I ადგილი – 500, II – 300, III – 200.