ფეხბურთი

12:34 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

როისი 540 000 ევროთი დააჯარიმეს

გერმანიის ეროვნული ნაკრების და დორტმუნდის "ბორუსიის" შემტევი მარკო როისი გერმანიის პოლიციამ მართვის მოწმობის არქონის გამო 540 000 ევროთი დააჯარიმა. Bild-ის ინფორმაციით, ეს ყველაზე მაღალი სანქციაა გერმანელი სამართალდამცავების მხრიდან მართვის მოწმობის არქონისას.

25 წლის ფეხბურთელი 2011 წლიდან მოყოლებული მართვის მოწმობის გარეშე დადიოდა და პოლიციამ ის 5-ჯერ დააჯარიმა, ბოლო შემთხვევა კი სარეკორდო აღმოჩნდა.

თავად როისმა განაცხადა, რომ სულელურად მოიქცა და მსგავსი რამ არასდროს მოხდება.

0.115009