ფეხბურთი

11:54 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

თამაში 1 მილიონზე

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში გამარჯვებული გუნდი 5, ხოლო დამარცხებული 4 მილიონ ევროს მიიღებს.

გადამწყვეტი მატჩი შაბათს, 20 დეკემბერს მარაკეშში გაიმართება და მადრიდის “რეალი” არგენტინულ “სან-ლორენსოს” შეხვდება.

AS-ის ცნობით, მარცხის შემთხვევაშიც კი, “სან-ლორენსოს” ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რადგან ეს თანხა კლუბის წლიური ბიუჯეტის (10 მილიონი ევრო) 40 პროცენტია. არავისთვისაა სიახლე, რომ არგენტინაში ეკონომიკური კრიზისია და “სან-ლორენსო” ზემოთნახსენები ბიუჯეტის ფონზეც, ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბია. ის ფინანსურად მხოლოდ “ბოკა ხუნიორსსა” და “რივერ პლეიტს” ჩამორჩება.

მადრიდის “რეალის” წლიური ბიუჯეტი 541 მილიონია და ფინალში გამარჯვების შემთხვევაშიც, მისი შემოსავალი წლიური ბიუჯეტის მხოლოდ 0,92 პროცენტი იქნება.

0.113691