პორტუგალიური “ბენფიკას” არგენტინელ თავდამსხმელს ედუარდო სალვიოს ბოლო რვა თვის განმავლობაში მეორედ მოუწევს ოპერაციის გადატანა.
ქვეყნის ჩემპიონატში “პორტუსთან” 2:0 მოგებულ შეხვედრაში მან კვლავ დაიზიანა მარცხენა ხელი, რომელზეც ამა წლის აპრილში ერთი ოპერაცია უკვე გაიკეთა.
Maisfutebol-ის ცნობით, “დრაკონებთან” მატჩის შემდეგ 24 წლის ფეხბურთელს მარცხენა იდაყვის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა. წყაროს ინფორმაციით, ეს ტრავმა წინა დაზიანების გამოძახილია.
საქმე ისაა, რომ ორშაბათს სალვიოს ხელიდან ამოუღეს სპეციალური სამაგრი, რომელიც მას წინა ოპერაციის შემდეგ ჩაუდგეს.