ჩოგბურთი

0:31 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე 50-ათასიანი ტურნირის ფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) წყვილთა შეჯიბრის ფინალში გააღწია.

გორგოძემ და სლოვენიელმა ნასტია კოლარმა ნახევარფინალში “უაილდ ქარდის” მქონე თურქებს – აკსუს და სოილუს 6:4, 3:6, 13:11 სძლიეს და გადამწყვეტ მატჩში უკრაინელ ოლეკსანდრა კორაშვილს და ბულგარელ ელიცა კოსტოვას გაეჯიბრებიან.

ფინალური მატჩი, დღეს, 19 დეკემბერს ჩატარდება.

0.115649