ფეხბურთი

19:29 | 18.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი: “ფეხბურთის თამაში მენატრება”

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი მესუთ იოზილი ტრავმას იშუშებს. როგორც გერმანიის ნაკრების მოთამაშემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მოუთმენლად ელის მოედანზე დაბრუნებას.

“გარკვეული დროის შემდეგ ტრავმირებულ ფეხბურთელს მინდორზე გასვლა ენატრება. რთული გადასატანია, როდესაც ვუყურებ ფეხბურთს და ვფიქრობ, რომ არ შეგიძლია მოედანზე გასვლა. სხვები დარბიან მწვანე მინდორზე, მე კი მათთან ერთად თამაშს ვერ ვახერხებ”, - აღნიშნა იოზილმა.

“ვვარჯიშობ ყოველდღე, ამ ეტაპზე მცირედით, თუმცა რეაბილიტაციის კურსი სწორად მიმდინარეობს. სრულად გამოჯანმრთელებამდე დიდი დრო დარჩა, თუმცა მცირედი დატვირტვით ვარჯიშის უფლება მომეცა, რაც მხოლოდ ფიზიკურ დატვირთვას გულისხმობს. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია განწყობის შესაქმენლად, ამასთან ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში მეხმარება”, - დასძინა “არსენალის” ფეხბურთელმა.

მესუთ იოზილი უკანასკნელად მოედანზე 5 ოქტომბერს დასავლეთლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ თამაშისას გამოჩნდა. მას შემდეგ მუხლის ტრავმას მკურნალობს და იოზილის მინდორზე გასვლა მომავალი წლის თებერვლის დასაწყისშია მოსალოდნელი.

0.114089