ფეხბურთი

17:39 | 18.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა ბელოტი: “შევჩენკო ჩემთვის მისაბაძია”

იტალიური “პალერმოს” და იტალიის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა ანდრეა ბელოტიმ იტალიურ მედიასთან საუბაში განაცხადა, რომ ლეგენდარული უკრაინელი ანდრეი შევჩენკო მისთვის სამაგალითოა.

“რა თქმა უნდა ძალიან მომწონს ლუკა ტონის თამაში, ისევე როგორც ტოტის და დელ პიეროს, ისინი ჩემი კერპები არიან, მაგრამ ანდრეი შევჩენკო ნამდვილად მისაბაძი პიროვნებაა. როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ” – განაცხადა ბელოტიმ.

21 წლის ბელოტი აპენინის ნახევარკუნძულზე ერთ-ერთ იმედის მომცემ ფეხბურთელად ითვლება. იგი 21 წლამდელთა ნაკრების ლიდერია. მიმდინარე სეზონში მას სიცილიური “პალერმოს” რიგებში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.110271