უკრაინული ლუცკის “ვოლინის” პრეზიდენტისა და ამავე დროს მთავარი მწვრთნელის ვიტალი კვარციანის თქმით, სანდრო კობახიძე მის შეგირდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია და სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ადვილად დაიმკვიდრა. ამის შესახებ კვარციანი “სპორტ-ექსპრესთან” ინტერვიუში განაცხადა.
-ზაფხულში “ვოლინში” ახალწვეულთა დიდი ჯგუფი გამოჩნდა – ალექსანდრე კობახიძე, ვალერი ფედოროჩუკი, ევგენი ნოვაკი, რუსლან ბაბენკო, სერგეი ვორონინი, ევგენი ბოხაშვილი, ივიცა ჟუნიჩი, ოლეგ გუმენიუკი, ალექსანდ სვატოკი და დანილუ მარიოტო. მათგან გუნდს მაშინვე ვინ შეეგუა?
ვიტალი კვარციანი: “ადამიანური თვისებებით ყველა კარგია. თითოეული “ვოლინში” თავს “თავისიანად” გრძნობს, რადგან ჩვენ კოლექტივში მთავარი ადამიანობა და პროფესიონალიზმია. რაც შეეხება ოსტატობას, ყველას თავისი დონე აქვს. ყველაზე ნიჭიერებმა სასტარტო შემადგენლობაში ფეხი მაშინვე მოიკიდეს – კობახიძემ, ფედორჩუკმა და ბაბენკომ. ჩვენ გუნდში ნამდვილ პროფესიონალად წარმოაჩინა თავი ბოხაშვილმა, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმის შემდეგ ლაზარეთში დიდი დრო გაატარა”.
27 წლის კობახიძემ, რომელიც დნეპროპეტროვსკის “დნიპროდან” “ვოლინს” მიმდინარე სეზონის დასაწყისში მიაშურა, ლუცკურ კლუბში უკრაინის ჩემპიონატში ჩატარებულ 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა.