ფეხბურთი

14:20 | 18.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეისმიტმა “ევერტონთან” 2019 წლამდე გაახანგრძლივა

28 წლის შოტლანდიელმა თავდამსხმელმა სტივენ ნეისმიტმა, “ევერტონთან” კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას “ევერტონის” ოფიციალური საიტი ავრცელებს.

“ამ კლუბში ბედნიერი ვარ და აქ ყოფნა მსიამოვნებს, მოხარული ვარ, რომ “ევერტონში” თამაშის საშუალება კიდევ რამდენიმე წელი მომიწევს”, - განაცხადა ნეისმიტმა.

შოტლანდიელი ფორვარდი “ევერტონს” 2012 წელს “რეინჯერსიდან” შეუერთდა. ნეისმიტს პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 5 გატანილი გოლია.

0.126438