ფეხბურთი

13:55 | 18.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილისთვის სეზონი დასრულდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და ვლორეს “ფლამურტარის” ფორვარდ ნიკა გელაშვილისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა. ამის შესახებ ვლორელთა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო რამელამ ინტერნეტპორტალ panorama-sport.com-თან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, მიღებული ტრავმის გამო, გელაშვილმა სეზონი დაასრულა. რამელამ ისიც დაამატა, რომ ზამთარში კლუბი ერთ ან ორ მოთამაშეს შეიძენს.

29 წლის ფორვარდი 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე დაშავდა. მან ჯვარედინი იოგებისა და მენისკის ოპერაცია ერთდროულად გაიკეთა. გელაშვილი “ფლამურტარიში” მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა და ალბანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

0.131119