ლონდონის “ტოტენჰემის” ტოგოელი თავდამსხმელის ემანუელ ადებაიორის მიმართ ინტერესს ყატარის საფეხბურთო კლუბი “ელ ჯაიში” იჩენს. ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური მედია ავრცელებს. ტრანსფერის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
30 წლის ტოგოელ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 10 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი. თავის დროზე, ადებაიორმა სახელი ფრანგულ “მონაკოსა” და ლონდონის “არსენალში” თამაშით გაითქვა.