ფრანგმა შემტევმა ტიერი ანრიმ, რომელმაც ფეხბურთიდან წასვლა დაანონსა, განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო დიდებული მწვრთნელია.
“მოურინიო გენიოსია. შეუძლებელია, ეს არ აღიარო. სეუ ჟოზეს შეუძლია ნებისმიერ გუნდს მოაგებინოს. ჩვენ არ განვიხილავთ მის პერსონას, მაგრამ, როგორც მწვრთნელი, ის ფანტასტიკურია”- ანრის სიტყვებს Sky Sport ციტირებს.