ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მორიგ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” გასვლით მატჩში “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსთან” 97:104 დამარცხდა. ზაზა სასატარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა, თუმცა პარკეტზე საკმაო დრო დაჰყო - 26 წუთი. ქართველმა ცენტრმა გუნდს 5 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი შესძინა. ფაჩულიამ 3-დან ერთი ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 3 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ზაზამ ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო, ბურთიც ერთხელ დაკარგა.
“მილუოკი ბაქსს” 13 მოგება და ამდენივე წაგება დაუგროვდა. ჯეისონ კიდის შეგირდები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს.