მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალისტი გამოვლინდა და ეს არგენტინული „სან ლორენცოა“, რომელმაც ნახევარფინალში ახალ ზელანდიური „ოკლენდ სიტი“ დაამარცხა.
მაროკოს ქალაქ მარაკეშში გამართულ შეხვედრაში „სან ლორენცო“ გამოკვეთილი ფავორიტი იყო, მაგრამ არგენტინელებს ფინალში გასასვლელად დამატებითი დრო დასჭირდათ. ეს ნიშნავს, რომ „რეალი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში დამატებითი დრო ჯერ არ უთამაშია.
ანგარიში „სან ლორენცომ“ გახსნა. პირველი ტაიმის მე-2 დამატებულ წუთზე, თავი ბარიენტოსმა გამოიჩინა. „ოკლენდმა“, 67-ე წუთზე, ბერლანგას ზუსტი დარტყმით გაათანაბრა, მაგრამ პირველი დამატებითი ტაიმის დაწყებიდან 3 წუთში თავი შეცვლაზე შესულმა მატოსმა გამოიჩინა და გუნდი ფინალში გაიყვანა.
ფინალი, რომელშიც ერთმანეთს „რეალი“ და „სან ლორენცო“ შეხვდებიან, 20 დეკემბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე გაიმართება. იმავე დღეს, 3 საათით ადრე, მე-3 ადგილისთვსი „კრუს ასული“ და „ოკლენდ სიტი“ იბრძოლებენ.
სან ლორენცო-ოკლენდ სიტი 1:1 (დ.დ. 2:1)
მარაკეში, “სტად მარაკეში” 18458
სან ლორენცო (4-2-3-1): ტორიკო, ბუფარინი, კანემანი, იეპესი, მასი, ორტიგოსა (კინიონი 109), მერსიერი, ვერონი (რომანიოლი 68), ბარიენტოსი, კალინსკი (მატოსი 77), კაუტერუჩო.
მწვრთნელი: ედგარდო ბაუსა.
მარაკაში (4-3-3): უილიამსი, ბერლანგა, ირვინგი, დორდევიჩი (ისა 96), ივატა, პაინე, ვისელიჩი, ბილენი, დე ვრი, ტადე (ბრაუნე 90+3), ტავანო (ბურფუტი 100).
მწვრთნელი: რამონ ტრიბულიეჩი.
გოლები: 1:0 ბარიენტოსი (45+2), 1:1 ბერლანგა (67), 2:1 მატოსი (93).
გაფრთხილებები: მერსიერი 24, კანემანი 40, ორტიგოსა 59, ბარიენტოსი 79, ბუფარინი 105+2 - დორდევიჩი 8, ბილენი 60, ბერლანგა 64.
მსაჯი: ბენ უილიამსი (ავსტრალია).
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 10 (7)-7 (4), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 5-1, სეივი: 3-5, ჯარიმა: 23-27.