"დორტმუნდმა" კვლავ ვერ მოიგო. ორჯერ მიჰყავდა ანგარიში "ვოლფსბურგთან", მაგრამ "მგლებმა" ორივეჯერ გაათანაბრეს. განსაკუთრებულად ითამაშა ბელგიელმა კევინ დე ბრუინმა, რომელმაც გოლი გაიტანა და საერთოდაც, ნახევარდაცვაში ყველაზე აქტიური იყო. კვლავ მშვენივრად ითამაშა ვოლფსბურგელთა მარცხენა მცველმა რიკარდო როდრიგესმაც.
"დორტმუნდი" ბოლოდან მესამე ადგილზეა და ამ გუნდს სულზე მოუსწრებს შესვენება, რომელიც ერთი ტურის შემდეგ გამოცხადდება.
ფრანკფურტში 8 გოლი გავიდა. "ჰერტა" 4:2-ს უგებდა მასპინძელ "აინტრახტს", მაგრამ ალექსანდრ მაიერმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე დუბლი შეასრულა და შეხვედრა 4:4 დასრულდა. მაიერი 31 წლისაა, არასოდეს უთამაშია გერმანიის ნაკრებში და ასე თუ გააგრძელა, შესაძლოა, იოაჰიმ ლიოვმა თბილისში ჩამოიყვანოს კიდეც. მაიერს 12 გოლი მოუგროვდა სეზონში და საუკეთესო ბომბარდირია.
"შალკემ" ბოლო ხუთი მატჩიდან მეოთხედ მოიგო. ამჯერად პადერბორნში იმარჯვა, სადაც ბევრჯერ გადარჩა. მასპინძლებს უფრო ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ბოლოს გადამწყვეტი გოლი "შალკეს" შემტევმა ნოიშტადტერმა გაიტანა.
"ლევერკუზენს" დიდი უპირატესობა ჰქონდა გასვლაზე "ჰოფენჰაიმთან" და შტეფან კისლინგის დაგვიანებული გოლით იმარჯვა.
და "გლადბახმა" მორიგი შოუ დადგა თავის სტადიონზე, რასაც ხშირად აკეთებს. მეტოქეც ვერ ჰყავდა ძლიერი – "ვერდერმა" ლუსიენ ფავრის გუნდის ეშხიან შეტევებს ვერ გაუძლო. საუკეთესო იყო მაქს კრუზე, რომლმაც გაიტანა და ორი საგოლე პასიც დაამატა ზემოდან.
გლადბახი – ვერდერი 4:1 (2:0)
გლადბახი: სომერი, იანჩშკე, ბრაუერსი (კორბი 72), დომინგესი, ვენდტი, ტრაორე, კრამერი, ჩაკა, ჰერმანი (აზარი 58), ჰრგოტა, კრუზე (ნორდტვეიტი 80)
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
ვერდერი: ვოლფი, გებრე-სელასიე, გალვესი, კალდიროლა, გარსია, ფრიტცი, ბარგფრედე (კროოსი 80), მაკიადი (ჰაიროვიჩი 65), იუნუზოვიჩი, ბარტელსი, ზელკე (ჰიუზინგი 69)
მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი
გოლები: 1:0 კრუზე (32), 2:0 ვენდტი (38), 2:1 იუნუზოვიჩი (51), 3:1 კრამერი (64), 4:1 ჰრგოტა (88)
გაფრთხილება: ბრაუერსი, კალდიროლა, კალდიროლა, ფრიტცი
გაძევება: კალდიროლა (66)
მსაჯი: ჰარტმანი
ბურთის ფლობა: 58-42, კარში დარტყმა: 9(5)-9(4), კუთხურები: 2-1; თამაშგარე:1-0; სეივი: 2-1; ჯარიმები: 11-16
დორტმუნდი – ვოლფსბურგი 2:2 (1:1)
დორტმუნდი: ლანგერაკი, დურმი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, კელი, ობამეიანგი, ბენდერი, გიუნდოგანი (კირხი 75), გროსკროიტცი, იმობილე
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი, ნალდო, კნოხე, როდრიგესი, გუსტავო (არნოლდი 79), გილავოგი, ვიეირინია (კალიჯიური 63), დე ბრუინი, პერიშიჩი (ოლიჩი 84), დოსტი
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
გოლები: 1:0 ობამეიანგი (8), 1:1 დე ბრუინი (29), 2:1 იმობილე (76), 2:2 ნალდო (85)
გაფრთხილება: სუბოტიჩი
მსაჯი: ველცი
ბურთის ფლობა: 39-61, კარში დარტყმა: 17(14)-10(8), კუთხურები: 4-5; თამაშგარე:4-2; სეივი: 6-12; ჯარიმები: 11-10
აინტრახტი – ჰერტა 4:4 (1:3)
აინტრახტი: ჰილდებრანდი, ჩანდლერი, რუსი (მადლუნგი 29), ანდერსონი, ოჩზიპკა (პიაზონი 81), აიგნერი, ჰასებე (კიტელი 73), ინუი, შტენდერა, მეიერი, სეფეროვიჩი
მწვრთნელი: თომას შააფი
ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ჰეგელერი, ბრუკსი, შულცი, ნიმეიერი, ჰოსოგაი, ბეერენსი (ჰარაგუჩი 27), რონი (შტოკერი 66), ბენ ჰატირა, შიბერი (ლანგკამპი 84)
მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი
გოლები: 0:1 ბრუკსი (21), 0:2 ბენ ჰატირა (33), 0:3 შიბერი (37), 1:3 აიგნერი (43), 2:3 სეფეროვიჩი (58), 2:4 ნიმეიერი (80), 3:4, 4:4 მეიერი (90, 90+3)
გაფრთხილება: აიგნერი, ბრუკსი, რონი, შტენდერა, ოჩზიპკა
მსაჯი: ვინკმანი
ბურთის ფლობა: 64-36, კარში დარტყმა: 16(11)-8(7), კუთხურები: 5-4; თამაშგარე:1-1; სეივი: 3-7; ჯარიმები: 13-19
ჰოფენჰაიმი – ლევერკუზენი 0:1 (0:0)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, შტრობლი, ბიჩაკჩიჩი, კიმი, რუდი (შიპლოკი 84), შვეგლერი, ფოლანდი, ფირმინო, ელიუნუსი (ცუბერი 57), შალაი (მოდესტე 88)
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, ტოპრაკი, სპაჰიჩი, ბიოენიში, ბენდერი, კასტრო (როლფესი 85), ბელარაბი (იოზთუნალი 90), ჩალჰანოღლუ (ბრანდტი 76), სონი
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი
გოლი: 0:1 კისლინგი (79)
გაფრთხილება: შტრობლი, ბენდერი, ბიოენიში, ჰილბერტი
მსაჯი: ზიბერტი
ბურთის ფლობა: 45-55, კარში დარტყმა: 9(6)-18(9), კუთხურები: 1-10; თამაშგარე:1-1; სეივი: 8-6; ჯარიმები: 15-19
პადერბორნი – შალკე 1:2 (1:1)
პადერბორნი: კრუზე, ვემერი, შტროჰდაიკი, ჰიუნემეიერი, რაფა (დუკში 81), რუპი (შტოპელკამპი 81), ბაკალორჟი, ვრანჩიჩი, მეჰა, კუტშკე, შაგლიკი (კაჩუნგა 76)
მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი
შალკე: ფარმანი, ნოიშტადტერი, კირხჰოფი (სანტანა 46), ჰიოვედესი, მეიერი (ბარნეტა 69), აიჰანი, უჩიდა, ჰიოგერი (ფუხსი 74), აოგო, ჰუნტელაარი, ჩუპო-მოტინგი
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო
გოლები: 1:0 აიჰანი (31 საკ.კარში), 1:1 ჩუპო-მოტინგი (44), 1:2 ნოიშტადტერი (78)
გაფრთხილება: აოგო, აიჰანი, ნოიშტადტერი
მსაჯი: ფრიტცი
ბურთის ფლობა: 51-49, კარში დარტყმა: 21(10)-16(10), კუთხურები: 5-7; თამაშგარე: 5-1; სეივი: 8-9; ჯარიმები: 9-22