პეკინში გამართული ინტელექტუალურ თამაშების საჭადრაკო ნაწილი, რაპიდის და ბლიცის კვალად. ე.წ. Basque System-ში (ორივე ფერით ერთდროულად თამაში) შეჯიბრით დაიხურა.
საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ 5.5 ქულა მოაგროვა და 16 მონაწილეს შორის მე-7 იყო, ხოლო ბელა ხოტენაშვილმა 3.0 ქულით ბოლოსწინა მე-15 პოზიცია დაიკავა.
ტურნირის გამარჯვებული ჩინელი იიფან ჰოუ გახდა 8.5 ქულით, რუსმა ალექსანდრა კოსტენიუკმა 7.0 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა, კიდევ ერთო ჩინელი ქსუე ჟაო კი 6.0 ქულით მე-3 იყო.