იტალიური “რომას” მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია აცხადებს, რომ ის სადისციპლინო კომიტეტის მიერ მისთვის 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციის მიცემას გაასაჩივრებს.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის ინფორმაციით, “ჯენოასა” და “რომას” შორის გამართული თამაშის შემდეგ, რუდი გარსიამ თამაშის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირისთვის ხელის დარტყმა სცადა. ამის გამო, იტალიელი სპეციალისტი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
“ჩემი სახელის შეურაცხყოფის მცდელობას ვერ შევეგუები. აგრესიულ ქმედებებს მაბრალებენ, რაც არ გამიკეთებია და რაც ჩემს აღზრდას ეწინააღმდეგება.
ჩემს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებ და საკუთარ რეპუტაციას ტყუილისგან და უსამართლობისგან დავიცავ.” – აცხადებს რუდი გარსია.