ფეხბურთი

19:25 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი: “ვიმედოვნებ, რომ ფინალში ვითამაშებ”

მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი იმედს გამოთქვამს, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალამდე გამოჯანმრთელებას მოახერხებს.

28 წლის ფეხბურთელმა ტრავმა საკლუბო მუნდიალის ნახევარფინალში, “კრუს ასულთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. რამოსს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული და 20 დეკემბერს გასამართ ფინალში მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

“ფეხის ტკივილი ძალიან არ მაწუხებს. იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია.

სამედიცინო შემოწმება დღეს ჩამიტარდება. ვნახოთ, როგორ ვიგრძნობ თავს უახლოეს დღეებში. ვიმედოვნებ, რომ ფინალში ვითამაშებ.” – ციტირებს რამოსის სიტყვებს “რეალის” ოფიციალური ვებგვერდი.

0.118472