მადრიდის “რეალის” შემტევმა ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა ტრავმა მოირჩინა და ის მოედანზე გასასვლელად მზადაა. ამ ინფორმაციას ესპანური AS-ი ავრცელებს.
კოლუმბიელმა ფეხბურთელმა დაზიანება 6 დეკემბერს, “სელტასთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ 23 წლის ნახევარმცველს აღარ უთამაშია. დღეს, როდრიგესმა სრული დატვირთვით ივარჯიშა და ივარაუდება, რომ ის 20 დეკემბერს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ითამაშებს.