მიუნხენის "ბაიერნის" "თვითერის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ნახევარმცველმა ჯანლუკა გაუდინომ და მეკარე ტომ შტარკემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, მაურიციო გაუდინოს შვილი 18 წლის ჯანლუკა "რეკორდმაისტერთა" მაისურის მორგებას 2018 წლის ივლისამდე შეძლებს. ხოლო ვეტერანი გოლკიპერი 33 წლის შტარკე გუნდში მომდევნო სეზონის დასრულებამდე ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში შტარკეს შესახებ არაფერი გვაქვს სათქმელი, რაც შეეხება ჯანლუკას, მაურიციოს შვილმა მთავარი გუნდის მაისურით 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი ვერ გამოიჩინა.