ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირში ჩაება.
ბასილაშვილმა პირველ რაუნდში იტალიელი ჯორჯიო პორტალური 6:3, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც ინდოელ ვინაიაკ შარმა კაზას ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ქართველმა ჩოგბურთელმა ანალოგიური ტურნირი უკვე მოიგო.