ფეხბურთი

15:06 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილი “ფლორაში” დარჩა

ზაქარია ბეგლარიშვილი მომდევნო წელსაც ესტონეთის საფეხბურთო კლუბ ტალინის “ფლორაში” გაატარებს.

ტალინელებმა მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს და 24 წლის ქართველი ნახევარმცველი იმ 27 ფეხბურთელს შორისაა, რომლებიც გუნდის მთავარი მწვრთნელის ნორბერტ ჰარტის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ.

ბეგლარიშვილი “ფლორაში” 2010 წლიდან გამოდის და ესტონეთის ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო, ხოლო თასს ერთხელ დაეუფლა.

0.11623